გერმანიაში მოქალაქეები, რომლებიც "Z" სიმბოლოს გამოიყენებენ, შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ. ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა.
"რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ არის კრიმინალური ქმედება და ვინც საჯაროდ მოიწონებს ამ აგრესიულ ომს, ასევე შეიძლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს", - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, "ასო Z, არ არის აკრძალული, მაგრამ მისი გამოყენება ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება ნიშნავდეს რუსეთის აგრესიული ომის მხარდაჭერას".
Z ასო რუსეთში ომის მხარდამჭერი სიმბოლოა. რუსულ სამხედრო ტექნიკას სწორედ Z ასო აწერია.